Перейти к информации о продукте
1 из 1

Tripart სეტი (სრული გროუ)

Tripart სეტი (სრული გროუ)

Обычная цена 0.00 GEL
Обычная цена Цена со скидкой 0.00 GEL
Распродажа Продано
Налоги включены.

აღწერა

ტრიპარტ სეტი (FloraTrio) - Terra Aquatica-სგან

სამსაფეხურიანი “სამშენებლო” მკვებავი სისტემა T.A. TriPart® კონცენტრაციისა და მოქნილობის იდეალურ ბალანსს გთავაზობთ. 

რატომ უნდა იყიდოთ ცალკე ზრდის ნუტრიენტები, ცალკე ყვავილობის ნუტრიენტები და ცალკე კალციუმ-მაგნიუმი და კალაფოსი, როდესაც მცენარე თავიდან ბოლომდე ამ სამი ბოთლით შეგიძლიათ გაზარდოთ?

TriPart®-ის მკვებავების სხვადასხვანაირად შეზავებით შეგიძლიათ ზუსტად მოარგოთ ხსნარი მცენარის სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპს. ნაკრები ეფექტურთან ერთად უმარტივესი მოსახმარია: გამოიყენეთ შედარებით მეტი TriPart® Grow ზრდის პერიოდში, ხოლო ყვავილობისა და ნაყოფიერების პერიოდში მეტი TriPart® Bloom.

გარდა იმისა რომ ნაკრები ყველაზე პრესტიჟულ ლაბორატორიებსა თუ უნივერსიტეტებში გამოიყენება, მათ შორის NASA-შიც, TriPart® უწყვეტად განვითარებადი პროდუქტია, რომელიც ახალ სამეცნიერო აღმოჩენებთან ერთად მუდმივ განახლებას ექვემდებარება. ეს მკვებავი ნივთიერებების ნაკრები გამუდმებით იტესტება როგორც კომპანიის საკუთარი სპეციალისტების, ისე პარტნიორი პროფესიონალი მებაღეების მიერ. 

არაერთი საკვები ნივთიერებების მწარმოებელი აცხადებს, რომ მათი პროდუქტი ყველა საჭირო ნუტრიენტს შეიცავს ჯანსაღი ზრდის პროცესისთვის, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით TriPart® პირველადი და მეორადი/ საბაზისო ნუტრიენტების გარდა მაკრო და მიკრონუტრიენტების უდიდეს დიაპაზონს შეიცავს. სწორედ ამის დამსახურებაა პროდუქტის ეფექტურობა.

იმისთვის, რომ მცენარეში კალციუმის ოპტიმალური დონე შენარჩუნდეს და ნივთიერების უარყოფა და მისი დეფიციტი თავიდან აირიდოთ, (რასაც უნივერსალური სასუქები ხშირად იწვევს) TriPart® Micro წყლის რბილ და ხისტ ფორმებშია ხელმისაწვდომი.

TriPart® Micro

TriPart® Micro ბაზარზე წყლის მაღალი და დაბალი სიხისტეებით გვხვდება და სამეულის საბაზისო ნაწილია. ეს მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით გაჯერებული პროდუქტი ზრდის და აყვავების ფაზებში გამოიყენება, იხილეთ დეტალური ინსტრუქცია შეფუთვაზე. 

TriPart® Grow

TriPart® Grow მცენარის სტრუქტურულ და ვეგეტატიურ ზრდას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი ფესვების გამყარებას ეხმარება და მცენარეს აზოტით, კალიუმითა და მეორადი მინერალებით ამარაგებს. მოიხმარეთ დიდი დოზებით ზრდის ფაზაში, ისევე როგორც ყვავილობის საწყის ეტაპებზე.

TriPart® Bloom

TriPart® Bloom მცენარეს ფესვის ფორმირებისთვის და ჯანსაღი ზრდის პროცესისთვის საჭირო ფოსფორით და კალიუმით ამარაგებს, რომელიც კანაფს ყვავილობისას და ნაყოფიერებისას ხელს უწყობს უმაღლესი გენეტიკური პოტენციალის მიღწევაში.


შეგახსენებთ რომ Seededri.ge-ზე შეხხვდებით მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას

Просмотреть всю информацию